Logo

ხატია დეკანოიძე – 200 ათას დოლარიანი საათი, რომელიც უკეთია პრემიერს მაშინ, როცა ხელფასი ამდენი არ აქვს, სერიოზული პრობლემაა

პოლიტიკა
22.01.2024 / 17:33
Frontnews image description

200 ათას დოლარიანი საათი, რომელიც უკეთია პრემიერს მაშინ, როცა ხელფასი ამდენი არ აქვს, ეს სერიოზული პრობლემაა და რაც არ უნდა იმუშაონ კერძო სტრუქტურებში ამდენი ფულის დაგროვების შანსი არაა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ანტიკორუფციული საკითხების კუთხით საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინას უნდა მიჰბაძოს.

 

“თუ რამის გადმოღება უნდოდათ უკრაინიდან, ვურჩევდი, გადმოეღოთ ანტიკორუფციული ბიუროს მოქმედების საკანონმდებლო ჩარჩო და ასევე ანტიკორუფციული პროკურატურის, რაც სრულად გამართულად მუშაობს, თავისი დეტექტივების სისტემით და ჩვენ გვახსოვს, როგორ მოქმედებდა ანტიკორუფციული სისტემა ბევრ გახმაურებულ საქმეში, მათ შორის ოლიგარქების წინააღმდეგ.

 

ახლანდელ ანტიკორუფციულ ბიუროს არანაირი ვალდებულება არ აქვს, რომ რამე გამოიძიოს ან რეალურად, დამოუკიდებლად გააკეთოს საქმე. 

 

ეს ადამიანი, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, არის პოლიტიკურად დანიშნული ღარიბაშვილის მიერ. არანაირი პოლიტიკური უფლება არ გააჩნია, რომ დამოუკიდებლად აკეთოს საქმე.

 

საიდან აღმოჩნდა, რომ პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრს ძვირად ღირებული სამკაულები აქვს. 200 ათას დოლარიანი საათი, რომელიც უკეთია პრემიერს მაშინ, როცა ხელფასი ამდენი არ აქვს, ეს სერიოზული პრობლემაა და რაც არ უნდა იმუშაონ კერძო სტრუქტურებში ამდენი ფულის დაგროვების შანსი არაა. მდიდარს კი არავინ ერჩის, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს არის კორუფციული საკითხი, რომელიც აწვება სახელმწიფოს. ამიტომ ეს გააქტიურებაც არის საკუთარი პიარკამპანია”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები