
ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე მორიგ საპროტესტო აქციას დღეს, 19:00 საათზე გამართავს.
“მინდა მოგიწოდოთ, რომ ძალები მოვიკრიბოთ 7 საათამდე. 7 საათზე ყველა ვიკრიბებით რუსთაველზე. ყველა ვინც დღეს აქციას შემოუერთდა და გარდა ამისა, ვთხოვ ყველას, რომ დღეს გამოვიდეს რუსთაველზე 7 საათზე.
ვინც გვაკრიტიკებს ხშირ შემთხვევაში და ვისაც არ მოსწონს სტრატეგია, ეს რატომ არ ხდება ის რატომ არ ხდება?ახლა არის შანსი, რომ გამოვიდეს და თავისი ხელით დაამარცხოს რეჟიმი.
ჩვენი ცენტრალური ოფისის კარები ღიაა, გვექნება კოორდინაცია შტაბებთან. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ეს არ არის მოკლევადიანი ბრძოლა, არ არის პრინტი, არის მარათონი და ყველანი უნდა ვიყოთ შემართებით. ამიტომ ვისაც საკუთარი ხელით უნდა ბრძოლა და შეცვლა, ყველას ვეპატიჟებით დღეს 7 საათზე”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს