ხატია დეკანოიძე - ადამიანებმა უნდა დაინახონ, რომ შენც იბრძვი მათთან ერთად უკეთესი მომავლისთვის

ავტორი
Front News საქართველო
რწმენა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ბოროტების გუნდი არ განაპირობებს საქართველოს მომავალს, აუცილებელია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა, ადამიანებმა დაინახონ, რომ ოპოზიცია მათთან ერთად იბრძვის.
"პირველი, რაც აკლიათ ადამიანებს, პირველ რიგში, ჩვენგან, ეს არის რწმენა და დარწმუნება საკუთარ თავში, რომ ეს ყველაფერი არ არის ბიძინა ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილის შემდეგ გამოჩნდება ის ჰორიზონტი, რომელიც აუცილებელია.
თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ შენ არა მხოლოდ უარი უთხრა ბოროტებას, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი, არამედ ადამიანებს აჩვენო, ამ ბოროტების შემდეგ რა იქნება. რწმენა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ბოროტების გუნდი არ განაპირობებს საქართველოს მომავალს, აუცილებელი და საჭიროა. ადამიანებმა უნდა დაინახონ, რომ შენც იბრძვი მათთან ერთად უკეთესი მომავლისთვის.
ამასთანავე, პირველი სერიოზული პრობლემა რაც არის, არის ის, რომ ემიგრაციაა 2021 წლის შემდეგ გაზრდილი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე




