
ავტორი
Front News საქართველო
ადეიშვილი არის უკრაინაში და სავარაუდოდ, წარმოადგენდა იმ ქვეყანას, სადაც მუშაობს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
“არ მაქვს ინფორმაცია, რა კონტექსტში და რატომ არის იქ, მაგრამ, ერთადერთი, შემიძლია გითხრათ, რომ ადეიშვილი არის უკრაინაში, იქ მუშაობს და სავარაუდოდ, წარმოადგენდა იმ ქვეყანას, სადაც მუშაობს. ამიტომ, არ ვიცი, რატომ არის ასე მტკივნეული ეს თემა. ვფიქრობ, ამაში განსაკუთრებული არაფერია. ბევრი გამოწვევა გვაქვს, რასაც უნდა უპასუხოს “ქართულმა ოცნებამ“ და არა წარსულის აჩრდილებზე ისაუბროს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, უკრაინის გენერალურ პროკურორთან ანდრეი კოსტინთან ერთად, ბუნდესტაგის პლენარულ სხდომას ესწრებოდა. შესაბამისი მასალა ბუნდესტაგის ვებგვერდზეა განთავსებული. აღნიშნულ სხდომაზე უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების მიწოდების საკითხი განიხილებოდა.
ადეიშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზეა ბრალდებული, რამდენიმეზე კი – მსჯავრდებული.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს