Logo

ხატია დეკანოიძე - ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მკაცრი გზავნილები და გადაწყვეტილებები

პოლიტიკა
19 საათის წინ / 21:37
Frontnews image description

თუ საქართველოში იქნება ის დემოკრატიული სტანდარტები, რომელსაც ითხოვს ხალხი, მაშინ ქართველ ხალხს აქვს უფლება, მოითხოვოს უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან, გვექნება თავისუფალი ვაჭრობა და უსაფრთხოების გარანტიები, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ ქართველ ხალხს და სახელმწიფოს მიჯნავს.

"არ არსებობს, ამერიკის ფედერალური სამსახურების მიღმა დარჩეს რაიმე გადამალული ინტერესები. აქ საუბარია იმაზე, რომ საქართველო მეტწილად გვერდს უვლიდა სანქციებს და საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით ხდებოდა რუსული სანქციების ხელშეწყობა რუსეთის ეკონომიკის. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ - მკაცრი გზავნილები და გადაწყვეტილებები და მეორე - რას სთავაზობს აშშ ქართველ ხალხს. ამის შემდეგ განვიხილოთ, ვის უნდა საქართველოში მშვიდობა და არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც არ უნდა მშვიდობა საქართველოში.

აშშ ქართველ ხალხს და სახელმწიფოს მიჯნავს. კონგრესში ორპარტიულად მიღებული აქტის შეჩერება მე მიმაჩნია წარმოუდგენლად. აშშ ძალიან ნათლად ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეყოლება დემოკრატიული მთავრობა, თუ საქართველოში მთავრობა არ გადაუხვევს ევროატლანტიკური მისწრაფებებიდან და იქნება ის დემოკრატიული სტანდარტები, რომელსაც ითხოვს ხალხი, მაშინ ქართველ ხალხს აქვს უფლება, მოითხოვოს უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან, გვექნება თავისუფალი ვაჭრობა და უსაფრთხოების გარანტიები", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ "MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით - "საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა. ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

Advertisement