ხატია დეკანოიძე – ამ ადამიანების შეურაცხყოფაა ყველაზე უფრო საშინელი და ამაზრზენი ღარიბაშვილის ამ განცხადებაში


ავტორი
Front News საქართველო
მებრძოლებს აყენებს შეურაცხყოფას, როდესაც ამბობს, რომ ვინმეს დაკვეთით მიდიან იქ – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი განაწყენებულია იმის გამო, რომ საზოგადოების ზეწოლის გამო მოუხდა დაგვიანებული სამძიმრის თქმა, თუმცა ამას მოაყოლა მებრძოლების შეურაცხმყოფელი განცხადება.
“ჩემთვის, რაც ყველაზე შეურაცხმყოფელია, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის და ადამიანისთვის, იმ მებრძოლებს, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისთვის უკრაინის თავისუფლებისთვის იბრძვიან, იმ ადამიანებს, ვინც ალყაში იყვნენ ბახმუტში, იცით რა მძიმე მდგომარეობა აღმოსავლეთის ფრონტზე უკრაინაში. ვერც კი გამოიყვანეს ჯერჯერობით ეს ადამიანები ბრძოლის ველიდან და ჩვენ ვხედავთ, როგორ ეხმაურებიან ამას მათი მშობლები, მეგობრები, როგორი თავგანწირვაა… ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ თქვენ ვინმეს შეკვეთით მიდიხართ ამ ბრძოლაში.
მისთვის წარმოუდგენელია, რომ თავისუფლებისთვის ადამიანმა თავი გაწიროს, მისთვის წარმოუდგენელია, რომ ამ ადამიანებს, ვინც ზუსტად იციან, სად მიდიან, მათი დამოკიდებულება ჩანს კიდეც მოკლე ინტერვიუებში. ამ ადამიანების შეურაცხყოფაა ყველაზე უფრო საშინელი და ამაზრზენი მის ამ განცხადებაში“, – განაცხადა დეკანოიძემ.
მისი თქმით, უკრაინაში მებრძოლი ქართველები აკეთებენ ახლა ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს საქართველოსთვის.
“ჩემი აზრით, ჩვენ ახლა ამ წუთას მათი ფასი არაფერი და არავინ გვყავს, სულ რომ გადაადნოთ შიდა პოლიტიკური კლასი. ამ ადამიანებს აყენებს შეურაცხყოფას, იმიტომ რომ შიდა პოლიტიკური შუღლისთვის ასე ჭირდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც მეორე წუთში იმას ამბობს, რომ თითქოს პოლარიზაცია უნდა შემცირდეს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე – ჩვენ ყველაზე უფრო მძლავრი ხერხი თავდაცვისა და თავდასხმისაც არის პროტესტის გაფართოება

ხატია დეკანოიძე – ამ უდიდესი შესაძლებლობების ისტორიულ მომენტში ყველაზე დიდი უსამართლობაა ივანიშვილის მმართველობა და მიშას პატიმრობა

ხატია დეკანოიძე – ისინი ყველას იმეტებენ, ამ ადამიანების სოციალური იზოლაცია უნდა მოხდეს