
ავტორი
Front News საქართველო
ირონიაა ის, რომ ხვალ, 11:00 საათზე მიბარებენ სასამართლოში დაკითხვაზე, ის, რაც თვითონ უნდა გამოეძიებინათ და საქართველოს მოსახლეობის ნება აღესრულებინათ, აღმოჩნდა, რომ ამ ინფორმაციას ჩემგან ითხოვენ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანებს ზუსტად აქვთ გათვითცნობიერებული, რამდენად მძიმეა ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში ეს ეტაპი.
“გუშინაც ერთად ვაკვირდებოდით ამ პროცესს და დიდი სულისკვეთება იგრძნობა, რადგან ღამით დარჩენა რთულია, ადამიანებს უჭირთ, გვიჭირს, გვცივა, მაგრამ ყველა ის ადამიანი, რომელიც აქ არის, ამ ადამიანებს ზუსტად აქვთ გათვითცნობიერებული, რამდენად მძიმეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ეს ეტაპი. მე პირადად ვფიქრობ, რომ ჩვენ თუ ახლა დავკარგეთ ბრძოლის ჟინი, შეიძლება, ეს ბრძოლის ჟინი საერთოდ აღარ დაგვიბრუნდეს და ყველანაირი სივრცე დაგვეხუროს იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ და დავიცვათ ჩვენი უფლებები. ირონიაა ის, რომ ხვალ 11 საათზე მიბარებენ სასამართლოში დაკითხვაზე, ის, რაც თვითონ უნდა გამოეძიებინათ და საქართველოს მოსახლეობის ნება აღესრულებინათ, აღმოჩნდა, რომ ამ ინფორმაციას ჩემგან ითხოვენ. მე მივაწვდი მათ ამ ინფორმაციას, მაგრამ ეს არასერიოზული მიდგომაა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს