
ავტორი
Front News საქართველო
ვკარგავთ ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ფუნდამენტს. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა ჩაიდინა და ახლაც მიმდინარეობს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ამას ჰქვია ეროვნული ინტერესების ღალატი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრაქტიკულად, საქართველო სუვერენიტეტს კარგავს.
“ვკარგავთ ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ფუნდამენტს, იმიტომ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია, გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატები, ისევე როგორც, ევროპის კავშირის სხვადასხვა ქვეყნები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები აპირებენ, რომ შეაჩერონ საქართველოსთან ურთიერთობა. ეს არის პრაქტიკულად, ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი უსაფრთხოებისა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის სერიოზული გამოწვევა და ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის დაკარგვა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა ჩაიდინა და ახლაც მიმდინარეობს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ამას ჰქვია ეროვნული ინტერესების ღალატი”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ახალ ფინანსურ ვალდებულებებს ამ დროისთვის არ იღებს.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს