ხატია დეკანოიძე – ამერიკის ყველაზე მაგარი შოუს ვარსკვლავობიდან, საყოველთაო სიყვარულიდან ჭაობში რომ წახვალ, ტრაგედიაა ახალგაზრდა ადამიანისთვის

ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის ყველაზე მაგარი შოუს ვარსკვლავობიდან, უზარმაზარი შესაძლებლობიდან, საყოველთაო სიყვარულიდან ჭაობში რომ წახვალ – ტრაგედიაა ახალგაზრდა ადამიანისთვის. ყველაზე დიდი ზიანი, რომელიც საკუთარ თავს შეიძლება მიაყენო, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე წერს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები მოსკოვის ერთ-ერთი რესტორნიდან, სადაც მომღერლები – სოსო პავლიაშვილი, ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე, ხვიჩა მაღლაკელიძე და მიშო სულუხია “სამშობლოს” რუსებთან ერთად მღერიან.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, ქართველი მომღერლები მოსკოვში ცნობილი “კანონიერი ქურდის”, ბადრი კოღუაშვილის შვილის დაბადების დღეზე შეიკრიბნენ.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fkhatia.dekanoidze.7%2Fposts%2Fpfbid02jAc6VuhfhBKH4ArG3SorQwKzjNLoZCSVRx7NceFtFZypQ6ekLigvMhFYu8p7zDn2l&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”207″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
ხატია დეკანოიძე




