ხატია დეკანოიძე – ამხელა რეპრესიული უფლებრივი დიაპაზონი პოლიციას არასდროს ჰქონია


ავტორი
Front News საქართველო
პოლიციას მიენიჭა განუსაზღვრელი უფლებები – გააჩეროს და დააკავოს ყველა, დააკისროს ადმინისტრაციული სასჯელი, შემდეგ სასამართლომ მაქსიმალური სასჯელით თავისუფლება შეუზღუდოს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია დეკანოიძე წერს.
მისივე თქმით, ამხელა რეპრესიული უფლებრივი დიაპაზონი პოლიციას არასდროს ჰქონია.
“შეკრების და გამოხატვის თავისუფლება კი არ შეიზღუდა მხოლოდ, არამედ გაცილებით მძიმე რეპრესიები მოჰყვება მოქალაქეების მიმართ უბრალოდ გადაადგილების თავისუფლებასაც.
პოლიციას მიენიჭა განუსაზღვრელი უფლებები – გააჩეროს და დააკავოს ყველა, დააკისროს ადმინისტრაციული სასჯელი, შემდეგ სასამართლომ მაქსიმალური სასჯელით თავისუფლება შეუზღუდოს.
ამხელა რეპრესიული უფლებრივი დიაპაზონი პოლიციას არასდროს ჰქონია“, – წერს ხატია დეკანოიძე.
პარლამენტმა 82 ხმით მიიღო „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი, რომლის თანახმადაც შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ: იქონიონ ლაზერული ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი ისეთი საშუალება, რომლის გამოყენებამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას ან/და მათ სარგებლობაში არსებული ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას, ასევე, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა.
თაგები:
ხატია დეკანოიძე