Logo

ხატია დეკანოიძე – ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორს არ უნდა ნიშნავდეს ღარიბაშვილი, რომელიც პრემიერობიდან ერთხელ უკვე კორუფციის გამოა მოხსნილი

პოლიტიკა
1539
Frontnews image description

ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორს  არ უნდა ნიშნავდეს ღარიბაშვილი, რომელიც თვითონ პრემიერობიდან ერთხელ უკვე ზუსტად კორუფციის გამოა მოხსნილი, –  ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, “ქართული ოცნება” დესტრუქციას უწყობს ევროკავშირის რეკომენდაციებს  და რეალურად,  მის მიერ გატარებული რეფორმები ფასადურია. 

 

“მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვამბობდით, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი ქმედება, რომ საქართველოს 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტი შეესრულებინა. 

 

რამდენიმე დღის წინ “ქართულმა ოცნებამ” დაანონსა ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და თქვა, რომ ის იქნება საქართველოს პრემიერი-მინისტრის დაქვემდებარებაში და დამოუკიდებლობის არანაირი მექანიზმი არ წარმოუდგენია. 

 

ანტიკორუფციული სააგენტო არ უნდა იყო ღარიბაშვილზე დაქვემდებარებული ინსტიტუტი, რომელიც თვითონ მოხსნილია ერთხელ ზუსტად კორუფციის გამო. ის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაგდებულია ზუსტად კორუფციის გამო“, – განაცხადა დეკანოიძემ. 

 

მისი თქმით, “ოცნებას” თუ ანტიოლიგარქიული კანონის უკრაინიდან  გადმოტანა მისაღებად მიაჩნია, შეუძლია, ანტიკორუფციული სააგენტოს მოდელიც გადმოიღოს იქედან.   

 

“როდესაც “ქართული ოცნება” აპელირებს იმაზე, რომ მათ უკრაინიდან გადმოიღეს ანტიოლიგარქიული კანონმდებლობა, რომელიც საერთოდ არ არის საქართველოს რეალობაზე მორგებული, უკრაინაში ასევე წარმატებით შეიქმნა ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც იყო დამოუკიდებელი სააგენტო და მისი დირექტორი შერჩეული იყო სწორედ კონკურსით და ამიტომ ახორციელებდა კანონით გაწერილ ფუნქცია-მოვალეობებს, ამასთან,  ის რადას მიერ იყო დამტკიცებული“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები