
ავტორი
Front News საქართველო
არ მაინტერესებს “ქართული ოცნების” პოზიცია, ერთადერთი ჩემი ინტერესის საგანს წარმოადგენს, რომ შევთანხმდე ოპოზიციასთან, – ამის ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე დეპუტატებთან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, “გირჩთან” საინტერესო მოლაპარაკება ჰქონდა, “მოქალაქეებთან” კი ვერ შეთანხდა.
“გირჩი” წინააღმდეგი არ არის მხარი დაუჭიროს ამ კომისიას. მე არ მაინტერესებს “ქართული ოცნების” პოზიცია, ერთადერთი ჩემი ინტერესის საგანს წარმოადგენს, რომ შევთანხმდე ოპოზიციასთან. “გირჩთან” მოლაპარაკებებით კმაყოფილი ვარ, ლევანთან ვერ შევთანხმდით, მაგრამ გავაგრძელებთ საუბარს”, – განაცხადა დეკანოიძემ.
პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობის საკითხის გამოძიების მიზნით იგეგმება. კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ კომისიის შექმნის იდეას მხარი დაუჭირა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ არანაირ წამებას და არადადამინურ მოპყრობას მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი არ ჰქონია.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს