Logo

ხატია დეკანოიძე – არანაირი განსხვავება არ არის კალაძეს, ღარიბაშვილს, მორგოშიასა და მახარაძეს შორის

პოლიტიკა
928
Frontnews image description

“როცა კალაძე ჟურნალისტებსა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს, გასაგებია, რომელ მხარესაა”, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე კახი კალაძის გუშინდელ განცხადებას.

 

“ჩემთვის კახა კალაძე უკვე ირაკლი ღარიბაშვილია. ყველა, ვინც “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიაშია ჩართული, ღარიბაშვილია. როცა კალაძე ჟურნალისტებსა და ძალადობრივ ჯგუფებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს, გასაგებია, რომელ მხარესაა. არანაირი განსხვავება არ არის კალაძე, ღარიბაშვილ, მორგოშიასა და მახარაძეს შორის. 

 

რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენ ვიქნებით ერთიანები. ეს ერთიანობა არის ის, რასაც ჩვენ, უახლოესს დღეებში გამოვაცხადებთ”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

Advertisement