
ავტორი
Front News საქართველო
მომივიდა წერილი, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ ლავროვის ოჯახის წევრების ინფორმაციას შსს მე არ მაძლევს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
“საქართველოში, არასახელმწიფო, მაგრამ კონკრეტული პირები ძალიან აქტიურად შეიძლება მოხვდნენ სანქციების სიაში.
სადეპუტატო კითხვებში მქონდა მითითებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მოეწოდებინათ ჩემთვის საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის გათვალისწინებით, ის ინფორმაცია თუ სად, როდის და რა პირობებში გადმოკვეთეს ლავროვის ოჯახის წევრებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
მე მომივიდა წერილი, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ ლავროვის ოჯახის წევრების ინფორმაციას შსს მე არ მაძლევს, უთითებს მცდარ მუხლებს საქართველოს რეგლამენტში და ამბობს, რომ ეს არის პერსონალური ინფორმაცია და მე არ მაქვს, როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატს უფლება, რომ ეს ინფორმაცია მივიღო. მე არ ვითხოვდი პასპორტის ინფორმაციას, მე ვითხოვდი მხოლოდ და მხოლოდ საზღვარს და დროს როდის შემოვიდა, რომელ თანმხლებ პირებთან ერთად შემოვიდა და რამდენი იყო მისი თანმხლები პირი”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს