
ავტორი
Front News საქართველო
არჩევნების და განსაკუთრებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართულებით “ქართული ოცნება” არაფრის გათვალისწინებას არ აპირებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებზე “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო პარტიებს უნდა მისცენ ხმა, რაც მმართველი გუნდის დამარცხების საფუძველი იქნება.
“არჩევნების და განსაკუთრებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართულებით “ქართული ოცნება” არაფრის გათვალისწინებას არ აპირებს, მაგრამ სიმართლე, რომ გითხრათ ეს არ იქნება გადამწყვეტი თუ ჩვენი მოქალაქეების მაქსიმალური მობილიზება იქნება. თუ საქართველოს მოქალაქეები გამოვლენ და ხმას მისცემენ “ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ ნებისმიერ პარტიას, რა თქმა უნდა, ეს ითამაშებს ძალიან დიდ როლს და პრაქტიკულად, ეს იქნება “ქართული ოცნების” დამარცხების საფუძველი”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს