ხატია დეკანოიძე – არჩევნების დასრულების შემდეგ რეპრესიული მანქანა ამოქმედდა


ავტორი
Front News საქართველო
არჩევნების დასრულების შემდეგ ამოქმედდა რეპრესიული მანქანა იმ ადამიანების მიმართ, ვინც აპროტესტებდა კანონდარღვებებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს.
დეკანოიძე საგანგებო ბრიფინგზე “გირჩი – მეტი თავისუფლების”პოლიტსაბჭოს წევრის, ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატის იმედა კლდიაშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. ასევე გუშინ ქუთაისში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტებისა და არჩევნების დღეს ზუგდიდში დაკავებულების შესახებ ისაუბრა.
“გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ქუთაისის შტაბში გვქონდა მძიმე მოცემულობა, როდესაც ქუთაისის 90-ე უბნის კომისიის წევრმა იმ სქემის გადმოცემა გადაწყვიტა, როგორ აძალებდა მას “ქართული ოცნების” წარმომადგენელი არჩევნების გაყალბებას, როგორ ემუქრებოდნენ. პრაქტიკულად კინაღამ მოგვტაცეს ეს ქალი ქუჩიდან პოლიციამ, სუს-მა და “ქართული ოცნების” კოორდინატორებმა.
როდესაც ეს ადამიანი მოვიდა შტაბში და ყველამ ვნახეთ, რა მძიმე მოცემულობას ჰქონდა ადგილი, დაიწყეს მუქარა ოჯახზე. იმედაც იქ იყო და აკვირდებოდა ამ ყველაფერს. მას შემდეგ რაც ეუთო-ოდირის წარმომადგენლებთან დაინიშნა შეხვედრა ამ რეპრესიებთან დაკავშირებით, კვლავ სუს-ის შანტაჟით ამ ოჯახმა გამოიარა ისევ ის უბედურება რაც წინა დღეებში და ეს შეხვედრა არ შედგა. ამის შემდეგ იმედამ გადაწყვიტა, გაეპროტესტებინა ეს ფაქტი სუს-ის შენობასთან, არაეფერი უკანონო არ გაუკეთებია, მაგრამ სუს-მა, პოლიციამ ყოველგვარი კანონის დარღვევით გადმოათრიეს მანქანიდან, დააკავეს და მთელი ღამის განმავლობაში არ გვქონდა საშუალება გაგვეგო, სად იმყოფებოდა.
მისი პროტესტი ემსახურებოდა შანტაჟსა და უბედურებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ ოჯახის მიმართ და ზოგადად არჩევნების გაყალბებას, სადაც დიდი როლი ითამაშა სუს-მა. სუს-ი, როგორც რეპრესიული მანქანა, აგრეძელებს ამ რეპრესიებს. დღეს არის სასამართლო და ეს სასამართლო იქნება ისეთი, როგორ დავალებასაც მიიღებს იგი სუს-იდან და პოლიციიდან. ეს იყო უკანონო დაკავების ფაქტი. შესაბამისად, მე როგორც პირველ რიგში მისი მეგობარი, კატეგორიულად მოვითხოვ, ყოველგვარი პროცედურული წესების დაცვით, ადამიანი გათავისუფლდეს”, – განაცხადა დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე – ამხელა რეპრესიული უფლებრივი დიაპაზონი პოლიციას არასდროს ჰქონია

ხატია დეკანოიძე – მისმა რჩეულმა პარტიამ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, შეუძლია დატოვოს პარლამენტი

ხატია დეკანოიძე – არჩევნების შემდეგ ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი კოალიციური მთავრობისა და ხელისუფლების ჩამოყალიბებაზე