
ავტორი
Front News საქართველო
ასეთი რეზოლუციები, რაც გულისხმობს ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილის შეფასებას, მნიშვნელოვანია რეგიონის ინტერესებისთვისაც, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა ევროსაბჭოს რეზოლუციის შესახებ, რომელიც განსახილველად დღეს გამოვა.
დეკანოიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს კრიტიკა გადაიზარდოს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში, ასევე მნიშვნელოვანია ევროპარლამენტართა მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას თავისუფლებისათვის ბრძოლაში.
“კრიტიკას, რომელიც არის ევროსაბჭოს რეზოლუციაში, შედეგობრივად უნდა გადაიზარდოს სანქციებში, მაგრამ ამას სჭირდება მუშაობა კიდევ და კიდევ უფრო დარწმუნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, რომ მაშინ როდესაც აშშ და ევროკავშირი უამრავ ინვესტიციას დებს უკრაინის შეიარაღებაში, არ შეიძლება გვერდით დარჩეს ოლიგარქი, რომელიც ნაწილობრივ ელოდება უკრაინის დამარცხებას.
მეორე – ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად უნდა გადარჩეს, ამ კუთხით ჩვენი პარტნიორები გვეხმარებიან. რეალურად მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საკითხი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მათ შორის პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილში, ესეც არის აუცილებელი ამ ადამიანები თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს