ხატია დეკანოიძე - აშშ-მა თქვა, რომ ამ ქვეყანაში თუ ვინმეს მშვიდობა უნდა, ეს არის ქართველი ხალხი


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ აშშ ჯერჯერობით არ განგვიხილავს რუსეთის უკანა ეზოდ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თქვა, რომ ამ ქვეყანაში თუ ვინმეს მშვიდობა უნდა, ეს არის ქართველი ხალხი.
"ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატები ჯერჯერობით არ განგვიხილავს რუსეთის უკანა ეზოდ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ჩვენ არ განგვიხილავენ ისე, როგორც ამ ქვეყანას განიხილავს ივანიშვილი. ამერიკის შეერთებული შტატები გვაძლევს განუსაზღვრელ შესაძლებლობას.
მეორე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რომ ეს არჩევნები გაყალბდა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თქვა, რომ ამ ქვეყანაში თუ ვინმეს მშვიდობა უნდა, ეს არის ქართველი ხალხი და თუ ვინმეს არ უნდა - ეს არის ბიძინა ივანიშვილი.
აშშ გვეუბნება, რომ შენ თუ იქნები დემოკრატიული, მაშინ გექნება საშუალება, მოვითხოვოთ - თავისუფალი ვაჭრობა, მიმოსვლა და ასე შემდეგ, მაგრამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მხოლოდ საერთაშორისო სანქციები. ვისაც იპყრობს პესიმიზმი, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი მეგობრები, ვინც ქართველ ხალხს მხარს უჭერს საკუთარ მისწრაფებებში და ვინც ამბობს, რომ ახალი არჩევნები არის კრიზისიდან გამოსვლა და რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე