ხატია დეკანოიძე – აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა მისი სრული რეაბილიტაციის მიზნით


ავტორი
Front News საქართველო
აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა მისი სრული რეაბილიტაციის მიზნით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გორის ჰოსპიტალთან განაცხადა.
მისი თქმით, სასამწუხაროა, რომ გორის ჰოსპიტალის ექიმებმა მისი გაწერის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.
“მეორე მცდელობა იყო უკვე მიხეილ სააკაშვილის მოპარვის. პირველად ჯერზე ჩვენ ყველამ ვნახეთ და საზოგადოებამ იხილა, როგორ ძალადობრივად მოექცა რეჟიმი მიხეილ სააკაშვილს. ახლა გუშინ გადაწყვიტეს, რომ ისევ ჩუმად, მიუხედავად ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, მოეპარათ კვლავ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან.
ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის აქ მყოფმა ექიმებმა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს რეაბილიტაციას და ის არ იმყოფება იმ მდგომარობაში, ვთქვათ, რომ დასრულდა სრულფასოვანი რეაბილიტაცია. ძალიან სამწუხაროა, რომ მათ მოაწერეს ხელის მისი ე.წ. გაწერის დოკუმენტს.
ეს იყო დასჯა. იმ მკვეთრი განცხადებებისა და პროცესის ფონზე, პრაქტიკულად, ყველანაირად ცდილობს “ქართული ოცნება და რეჟიმი, რომ ეს პროცესები, რომელიც მცირედ დემოკრატიისკენ არის მიმართული, ჩამოშალოს, გააუქმოს და ყველაფერს ხაზი გადაუსვას.
ამიტომ აქ სამსჯელოც აღარ არის – მისი სიცოცხლე არის გადასარჩენი. აქ ეს ვეღარ მოხდება, ჩვენ ვნახეთ როგორ მოექცნენ მას. მისი გადაყვანა აუცილებლია ან აქ საქართველოში შესაბამის სამოქალაქო კლინიკაში… ჩემი მოსაზრებაა, ქვეყანაში იგი გახდება ივანიშვილის შურისძიების ობიექტი, აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სრული რეაბილიტაციის მიზნით. გუშინდელი სტრესის ფონზეც, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდებოდა”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
