
ავტორი
Front News საქართველო
ბატონო რატი, თქვენ წარსდგებით საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე ძალიან მალე, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ პარლამენტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოსმენის დაწყების წინ განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, მინისტრი ახლა პარლამენტში გამოსვლის ნაცვლად გამომძიებლის კითხვებს უნდა პასუხობდეს.
“იუსტიციის მინისტრი არის სისხლის სამართლის დამნაშავე. ეს ადამიანი ახლა უნდა პასუხობდეს პროკურორის და გამომძიებლის კითხვებს, არა თუ იდგეს აქ და საქართველოს საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრიდეს, ყოფნის თავხედობა მოვიდეს აქ, თქვენც ჩემო კოლეგებო, მოუსმენთ მას ადამიანს, რომელიც არის სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელსაც გამოცხადებული აქვს სიკვდილის ქრონიკა… ბატონო რატი, დარწმუნებული ვარ, თქვენ წარსდგებით საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე ძალიან მალე, მათ შორის ძალიან ბევრი ადამიანი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
იუსტიციის მინისტრის მოსმენა პარლამენტში დაპირისპირების ფონზე დაიწყო.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს