Logo

ხატია დეკანოიძე – ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდება, მან უნდა გაიგოს, რომ მის ფინანსურ კაპიტალს საფრთხე დაემუქრება

პოლიტიკა
21.10.2022 / 13:18
Frontnews image description

ის ჩამონათვალი, რომელსაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოაწერა ხელი, რა თქმა უნდა,  არის პარტნიორ ქვეყნებთან მუშაობის შედეგი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, უკრაინა მიმართავს პარტნიორებს,  რომ ჩამონათვალში მყოფ ადამიანებზე კიდევ უფრო გაფართოვდეს სანქციები.

 

“პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი სანქციების სიაში საქართველოს მოქალაქეების – ივანიშვილისა და მამაცაშვილის, რომლებიც არიან ბიძინა ივანიშვილის უახლოესი წრის წარმომადგენლების ყოფნა,  ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის და  მისი კლეპტოკრატიული გარემოცვის წევრებს და მას უშუალოდ  აქვს ძალიან მჭიდრო და მნიშვნელოვანი კავშირები ტერორისტული რეჟიმის წარმომადგენლებთან რუსეთში. უკრაინის სახელმწიფო სანქციებზე მუშაობს თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ის ჩამონათვალი, რომელსაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოაწერა ხელი, რა თქმა უნდა, არის პარტნიორ ქვეყნებთან მუშაობის შედეგი. სწორედ ამ განკარგულებაში ნახსენებია, რომ მას შემდეგ რაც ხელი მოეწერება ამ განკარგულებას და შევა ძალაში, უკრაინის სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიმართავს ევროკავშირს და აშშ-ს იმისთვის,  რომ ჩამონათვალში მყოფ ადამიანებზე კიდევ უფრო გაფართოვდეს სანქციები“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის რატომ არ არის ამ სიაში. 

 

“ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდება, სანქციები გაფართოვდება, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ძალიან დიდი ხანია, “ქართული ოცნება” არის პოლიტიკური ძალა იდეოლოგიური საყრდენის გარეშე, რომელსაც არ მიაჩნია რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ. ჩვენი სახელმწიფო არ არის ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი სახელმწიფო არის საქართველო, რომელიც უნდა ემსახურებოდეს მოქალაქეების ინტერესებს. ივანიშვილმა უნდა გაიგოს, რომ მის ფინანსურ კაპიტალს საფრთხე დაემუქრება სანქციების სახით თუ ის არ ჩამოცილდება მმართველობას”, – განაცხადა დეკანოიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები