ხატია დეკანოიძე – ბიძინა ივანიშვილს არ გააჩნია უნარი საჯარო პოლიტიკაში აქტიურად იყოს ჩართული ხალხის ინტერესის გამოსახატავად

ავტორი
Front News საქართველო
იგი არის ჩრდილოვანი მმართველი. ეს არის კლეპტოკრატიული ოლიგარქია. ძალიან მარტივად გააკრიტიკა სალომე ზურაბიშვილმა ივანიშვილი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მას არ გააჩნია უნარი საჯარო პოლიტიკაში აქტიურად იყოს ჩართული ხალხის ინტერესის გამოსახატავად.
“გულწრფელად რომ გითხრათ, არ მგონია უპასუხოს, რადგან ბიძინა ივანიშვილს არ გააჩნია უნარი საჯარო პოლიტიკაში აქტიურად იყოს ჩართული ხალხის ინტერესის გამოსახატავად. იგი არის ჩრდილოვანი მმართველი. ძალიან მარტივად გააკრიტიკა სალომე ზურაბიშვილმა და მე ვფიქრობ, რომ ეს კრიტიკა ასახავს იმ რეალობას, რაც არის მმართველობის ფორმის მიხედვით საქართველოში. ეს არის კლეპტოკრატიული ოლიგარქია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს მიმართა.
“მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, საზოგადოებას აქვს სრული უფლება, თქვენგან მოისმინოს – რას ნიშნავს თქვენი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე? საზოგადოებამ არ იცის ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ – ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა, თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა, მიზეზების გამო, რაც არ ვიცით? რადგან საზოგადოება მმართველობის ახალ, ევროპულ მოდელს ელოდება, ისიც უნდა იცოდეს და უნდა უთხრათ, თუ როგორ აპირებთ ერთპარტიული, ერთპიროვნული და ვერტიკალური მოდელიდან დემოკრატიულ, ევროპულ მოდელზე გადასვლას და როდის; საზოგადოება თქვენგან პასუხს ელოდება – როდის ჩამოაშორებთ სასამართლოს მურუსიძე-ჩინჩალაძეს, მაშინ, როცა ერთი მხრივ, ებრძვით ან ასე ამბობთ “ნაციონალურ მოძრაობას“ და მეორე მხრივ კი, მის გადმონაშთებს არაფერი ემუქრებათ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
თაგები:
ხატია დეკანოიძე




