Logo

ხატია დეკანოიძე - ჩამონგრეული შენობა ჩემი შვილის მანქანას დაეცა, გადავრჩით, მაგრამ იმ ხალხს ვინ უშველის, ვინც დაშავდა და გარდაიცვალა

პოლიტიკა
186
Frontnews image description

ჩამონგრეული შენობა ჩემი შვილის მანქანას დაეცა და თორნიკე ბეწვზე გადარჩა. რამდენიმე მეტრით ასცდა მოშვავებული ბეტონი, გადავრჩით, მაგრამ იმ ხალხს ვინ უშველის, ვინც დაშავდა და გარდაიცვალა, -  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

"უამრავი ადამიანი რეკავდა მერიაში და აფრთხილებდა. 

კალაძე, რა ჩანაცვლების პროგრამა, რა შეთავაზება? ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე სიკვდილი თუ იყო მოსალოდნელი რა გააკეთე ეს რომ აგეცილებინა? 

მარტო ფულის ხაპვა იცით. მეტი არაფერი!! ესაა ქოცების მშვიდობა!  თუ არ გაგიმართლა - მოკვდები", - წერს ხატია დეკანოიძე.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სადგურის მოედანზე საცხოვრებელი შენობის კარნიზის ჩამონგრევის შედეგად, 1 ადამიანია დაღუპული, 1 კი კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებში კიდევ სამ ადამიანს ეძებენ.

Advertisement