
ავტორი
Front News საქართველო
ჩემი ძალიან დიდი შეშფოთების საგანია, საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება უკრაინის ხელისუფლებისადმი, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროინტეგრაციის მიმართულებით ინტეგრაციის გზაზე სხვა შემაფერხებელ ფაქტორებთან ერთად აღსანიშნავია მართლმსაჯულების პრობლემები და მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა.
“სასამართლო რეფორმის პრობლემების და შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამოსვლა სამწუხაროდ, ძალიან დიდი ლაქაა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების კუთხით. ჩემი ძალიან დიდი შეშფოთების საგანია, საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება უკრაინის ხელისუფლებისადმი.
საუბარი იქნება პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, იმაზე თუ რა მძიმე მოცემულობაა საქართველოში, მათ შორის პირველი ანტიპუტინისტი პრეზიდენტის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მან რეაბილიტაცია და მკურნალიბის კურსი გაიაროს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს