
ავტორი
Front News საქართველო
ბოიკოტი უნდა შეწყდეს და პარტიამ საპარლამენტო რესურსი გამოიყენოს ყველა მიმართულებით, რადგან საპარლამენტო რესურსი არ არის მხოლოდ პლენარულ სხდომებზე კითხვის დასმა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქუჩაში, პარლამენტში, კომიტეტზე, საერთაშორისო ასპერეზზე – ყველგან მნიშვნელოვანია, რომ პარტიას ყველა სივრცის ამოვსების საშუალება ჰქონდეს.
“ეს არის პარტნიორებთან ურთიერთობა და მათი მკაცრი პოზიციაა, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია პარლამენტში უნდა იყოს. ჩემი პოზიცია არ შემიცვლია. ქუჩაში, პარლამენტში, კომიტეტზე, საერთაშორისო ასპერეზზე – ყველგან მნიშვნელოვანია, რომ პარტიას ყველა სივრცის ამოვსების საშუალება ჰქონდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ პარტიის გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება.
საფრთხეების გათვალისწინებით, რაც არსებობს საკანონმდებლო ინიციატივების თვალსაზრისით, ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ ამ განხილვებში ჩავერთო. პარტიიდან ჩემს გასვლაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს