ხატია დეკანოიძე – ჩემს კანდიდატურას არც განვიხილავ, ვთვლი, რომ პარტიაში და პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია მაქვს


ავტორი
Front News საქართველო
ჩემს კანდიდატურას არც განვიხილავ, ვთვლი, რომ პარტიაში და პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია მაქვს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე განაცხადა.
მისი თქმით, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა არჩევნების ვადებთან დაკავშირებით იყო, რაზეც შეთანხმება პარტიის შიგნითვე შეიძლებოდა.
“არა, არ განვიხილავ, მე არ ვარ ადამიანი, ვის ნაცვლადაც სხვამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია “ნაციონალური მოძრაობისთვის“, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეს საკითხი და მისი ტრანსფერი არის ჩემი და ბევრი ჩემი მეგობრის უპირველესი საზრუნავი.
მე ჩემს კანდიდატურას არც განვიხილავ, ვთვლი, რომ პარტიაში და პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია მაქვს. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, არჩევნები არის დემოკრატიული პროცესი, ვისაც მოუნდება და შესთავაზებს პარტიას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ტრანსფერის გეგმას, რა თქმა უნდა, ყველას ექნება მონაწილეობის საშუალება.
არჩევნებზე ჩვენ ხშირად გვისაუბრია, ობიექტური უნდა ვიყო, თვითონ ნიკას ინიციატივა იყო თავიდანვე არჩევნები. ჩვენ გვქონდა არჩევნებთან დაკავშირებით ძალიან კონკრეტული პოზიცია, მაგრამ საუბარი იყო ვადებზე. ჩემი პოზიცია იყო ის, რომ მთელი ამ განმავლობაში მე მიწევს ძალიან ბევრი მოგზაურობა სწორედ მიხეილ სააკაშვილის, ასევე ნიკა გვარამიას საკითხთან დაკავშირებით, ამდენად, ჩვენთვის ეს არის უპირველესი საკითხი. მე ვთვლი, რომ ვადებთან დაკავშირებით შეთანხმება შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა პოლიტიკა საჯარო სფეროა და გამოიტანეს საჯაროდ, რასაც ფიქრობენ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე – აზრთა სხვადასხვაობა მაქვს ჩემს კოლეგებთან და მქონდა, გუშინაც დავადასტურე საკმაოდ მძიმე საუბრები

ხატია დეკანოიძე – ლეგიტიმაცია არ აქვს არც პარლამენტს და არც იმ ადამიანს, ვისაც ახლა ირჩევენ

ხატია დეკანოიძე – კონგრესში მსჯელობა არალეგიტიმურობაზე და არაღიარების აქტზე არის ძალიან მნიშვნელოვანი