ხატია დეკანოიძე – ჩემთვის წარმოუდგენელია ის დაპირისპირება, რომელსაც დღეს ვუყურებ


ავტორი
Front News საქართველო
ჩემი პოზიცია ურთიერთბრალდებებზე არის ძალიან ხისტი, ძალიან მკაცრი და ჩემთვის წარმოუდგენელია ის დაპირისპირება, რომელსაც დღეს ვუყურებ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძეს დიდი იმედი აქვს, რომ პარტიაში ურთიერთბრალდებების სერია შეწყდება.
“ჩემი პოზიცია ურთიერთბრალდებებზე არის ძალიან ხისტი, ძალიან მკაცრი და ჩემთვის წარმოუდგენელია ის დაპირისპირება, რომელსაც დღეს ვუყურებ. ძალიან მძიმეა, პირველ რიგში, როგორც ადამიანისთვის, რადგან არ მჭირდება ახლა იმის მტკიცება, რომ მე ამ ადამიანებთან ერთად, ყველასთან ერთად, ძალიან დიდი ხანია, ამ ბრძოლაში ვარ. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, ეს ურთიერთბრალდებების სერია შეწყდება.
პრინციპში, ვფიქრობ, როდესაც ამომრჩეველი ხედავს, რომ ერთმანეთს არ ვინდობთ, ძალიან რთული იქნება შემდეგ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დარწმუნება, ამიტომ, ეს უნდა შეწყდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ იმ ადამიანს, რომელიც გაიმარჯვებს არჩევნებში ეყოფა ის უნარი, რომ გააერთიანოს პარტია და არა კიდევ უფრო დაყოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე – დღეს არის ზუსტად ის დღე, რომელმაც უნდა განსაზღვროს საქართველოში მომავალი ათწლეულების განმავლობაში

ხატია დეკანოიძე – ზელენსკი, რომელსაც უსმენს მთელი ცივილიზებული სამყარო, თურმე მისმენს მე და ჩვენს გუნდს, ეს ხომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია

ხატია დეკანოიძე – ის, რაც დღეს თქვა, არის საკუთარი მოსახლეობის მიმართ მიზანმიმართული დანაშაულის განაცხადი