ხატია დეკანოიძე - ჩემთვის, ეს არის კიდევ ერთი ნიშნული იმისა, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ძალიან აწუხებთ სანქციები


ავტორი
Front News საქართველო
ღიად იმიტომ გაილაშქრა აშშ-ის წინააღმდეგ, რომ ფაქტია, მას ძალიან კარგად ესმის, რომ პრეზიდენტი ტრამპი "მეგობარ აქტს" ხელს მოაწერს, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, წერილიდან ჩანს, რომ "ოცნებას" სანქციები აწუხებს.
"ღიად იმიტომ გაილაშქრა აშშ-ის წინააღმდეგ, რომ ფაქტია, მას ძალიან კარგად ესმის, რომ პრეზიდენტი ტრამპი "მეგობარ აქტს" ხელს მოაწერს.
თუ ვინმეა მშვიდობის წინააღმდეგი, ივანიშვილია ეს იმიტომ, რომ ერთადერთი დიდი გარანტორი, რომელიც არის რეგიონში გრძელვადიანი მდგრადი მშვიდობის ეს არის პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც სწორხაზოვან და კონკრეტულ გეოპოლიტიკურ გარანტიებს სთავაზობს უკრაინას და ჩვენც შეგვეძლო, ამ ვითარებაში აღმოვჩენილიყავით.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ შეთითხნილ წერილში მონაკვეთი, სადაც საუბარია სანქციებზე. ჩემთვის, ეს არის კიდევ ერთი ნიშნული იმისა, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ძალიან აწუხებთ სანქციები", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართა.
თაგები:
ხატია დეკანოიძე