ხატია დეკანოიძე – ჩვენ დავიცავთ პრეზიდენტს თუ მასზე იქნება თავდასხმა, შემიძლია, ვთქვა ეს ღიად, ძალიან ხმამაღლა

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ დავიცავთ პრეზიდენტს თუ მასზე იქნება თავდასხმა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყოველთვის სჯეროდა, რომ პრეზიდენტი მივიდოდა შეწყალების გადაწყვეტილებამდე, თუმცა ელოდებოდა, რომ ეს მოხდებოდა შემოდგომაზე.
“არ ველოდი ასე, ვფიქრობდი შემოდგომისკენ. ყოველთვის მჯეროდა, რომ შეიწყალებდა და ძალიან ბევრი კრიტიკაც დავიმსახურე ამასთან დაკავშირებით, „ტყუილად მოლოდინს ამყარებთ“ და ა.შ. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, გარდა იმისა, რომ ადამიანი, რომელიც მართლაც უდანაშაულოა, არის თავისუფალი.
ჩვენ დავიცავთ პრეზიდენტს თუ მასზე იქნება თავდასხმა. შემიძლია, ვთქვა ეს ღიად, ძალიან ხმამაღლა, როგორც ქალმა დეპუტატმა და პოლიტიკოსმა, რომ ჩვენ დავიცავთ იმ უსამართლო თავდასხმისგან, რომელიც იქნება მასზე, ეს შემიძლია ვთქვა, ძალიან გულწრფელად, ღიად, ყოველგვარი ზედმეტი კეკლუცობის გარეშე“, – განაცხადა დეკანოიძემ “პალიტრანიუსის“ ეთერში.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი




