ხატია დეკანოიძე – ჩვენ გვაქვს ანგარიში მოსახლეობასთან, ეს არის დეპუტატების შეხვედრა ძალიან ბევრ ქალაქში


ავტორი
Front News საქართველო
ამ კამპანიას ჰქვია “პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის” – ეს არის დეპუტატების შეხვედრა ძალიან ბევრ ქალაქში. ჩვენ დასავლეთ საქართველოდან დავიწყეთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებთან ერთად რეგიონში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ კამპანიაში მონაწილეების მიზანი ქვეყნის კეთილდღეობა და სტაბილურობაა.
“ჩვენ გვაქვს ანგარიში მოსახლეობასთან, ეს არის დეპუტატების შეხვედრა ძალიან ბევრ ქალაქში. დასავლეთ საქართველოდან დავიწყეთ და ამ კამპანიას ჰქვია “პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის”.
ზოგადად, ჩვენ გვინდა კეთილდღეობა, სტაბილურობა, ისევე როგორც, საქართველოს ყველა მოქალაქეს და ამ დროს საქართველოს ხელისუფლება და ივანიშვილი ქაოსისა და ძალადობისკენ ექაჩება საქართველოს”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა რეგიონებში შეხვედრები დაიწყეს, რომელიც NDI-სა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება.
თაგები:
ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე – იდენტიფიცირებული გვყავს ძალიან ბევრი სპეცრაზმელი, ჩვენ გვაქვს ყველა ეს ფაქტი მოპოვებული და შეკრებილი

ხატია დეკანოიძე – ყველას ჩვენ გვაქვს ჩვენი მისია და უნდა შევასრულოთ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილება

ხატია დეკანოიძე – ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ ეს ადამიანები ძალიან მალე მოხვდებიან საერთაშორისო პარტნიორების სანქციების ნუსხაში