
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვაქვს გაფრთხილება ცალსახად, რომ საქართველო ამ კანონმდებლობის მიღების შემდეგ ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის ელჩებმა ღიად განაცხადეს, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევრორეკომენდაციებს.
“ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრისას ძალიან ცალსახად, მკაფიოდ დელეგაციის ხელმძღვანელობამ გააკეთა განცხადება და გვითხრა ყველა ოპოზიციის წარმომადგენელს და იგივე უთხრა, რა თქმა უნდა, “ქართულ ოცნებასაც”, რომ ეს კანონმდებლობა შეუთავსებელია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან. აქ 9 დათქმაზეც აღარ არის უკვე საუბარი. მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს გაფრთხილება ცალსახად, რომ საქართველო ამ კანონმდებლობის მიღების შემდეგ ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
12 საზოგადოებრივი ორგანიზაციისგან დაკომპლექტებულმა კოალიციამ დღეს პირველი ერთობლივი შუალედური ანგარიში წარადგინა, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევრორეკომენდაციებს.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს