
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ საკანონმდებლო ინიციატივები მზად გვაქვს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია 12 პუნქტის შესასრულებლად, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიოძემ განაცხადა.
ის მმართველი გუნდს ოპოზიციის ინიციატივების გათვალისწინებასა და ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისაკენ მოუწოდებს.
“საქართველოს ხელისუფლებისა და უმრავლესობის პასუხისმგებლობის საკითხია ის, რომ ყველა ნაბიჯზე, მათ შორის სახალო დამცველთან მიმართებით, სასამართლოსთან, თუ ნებისმიერ სხვა საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ისინი აგდებენ 12 -პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვან პრინციპებს. ჩვენ საკანონმდებლო ინიციატივები მზად გვაქვს, მოვუწოდებთ ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეხედონ ამ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია 12 პუნქტის შესასრულებლად“, – განაცხადა დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს