ხატია დეკანოიძე – ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაზარალდეს


ავტორი
Front News საქართველო
რუსული კანონი საქართველოს სახელმწიფოში ვერ გააგრძელებს ოპერირებას იმიტომ რომ, პირველ რიგში, ეს არ არის რუსეთი, ეს არ არის ბელარუსი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეებს დაემუქრება, ამას კონკრეტული შედეგები მოჰყვება.
“რუსული კანონი საქართველოს სახელმწიფოში ვერ გააგრძელებს ოპერირებას იმიტომ, რომ, პირველ რიგში, ეს არ არის რუსეთი, ეს არ არის ბელარუსი.
არასამთავრობო სექტორს და სამოქალაქო საზოგადოებას მინდა, სრული სოლიდარობა გამოვუცხადო, მაგრამ ასევე, მინდა, ვუთხრა სახელმწიფოს, “ქართულ ოცნებას” და ივანიშვილის მსახურებს, რომ ამ კანონის მოქმედებით უკვე გაჩერდა ძალიან ბევრი პროექტი და პროგრამა.
ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაზარალდეს, თუმცა, თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ დაემუქროს კონკრეტულ ადამიანებს, საქართველოს მოქალაქეებს – ამასაც, რა თქმა უნდა, ექნება კონკრეტული რეაგირება”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე – ოპოზიციური ერთობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვქონდეს კონკრეტული გეგმა, როგორი უნდა იყოს ქვეყანა ივანიშვილის შემდგომ

ხატია დეკანოიძე – ჩვენ, ქალები ვდებთ პირობას თქვენ წინაშე, რომ თქვენთან ერთად ჩვენ დავუპირისპირდებით ამ რუსულ კანონმდებლობას

მამუკა მდინარაძე – ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს აფხაზ და ოს დებს და ძმებს, რომ ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს, რაც შეიძლება მალე