
ავტორი
Front News საქართველო
დახურულ ფორმატში საუბარს ლილუაშვილთან, რომელსაც ნაწილობრივ დამნაშავედ მივიჩნევ, მართებულად არ მივიჩნევ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომელმაც სხდომის დახურულად გამოცხადების შემდეგ საპარლამენტო დარბაზი დატოვა.
მისი განმარტებით, სუს-ის უფროსთან კონკრეტული კითხვები გქონდათ, რომლის პასუხები საზოგადოებას უნდა მოესმინა
“მე და ჩემს ფრაქციას ჰქონდა კონკრეტული კითხვები, ეს კითხვები ეხებოდა საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვან თემებს, რაც საზოგადოებას საჯაროდ უნდა მოესმინა სუს-ის უფროსისგან, ეს კითხვები ეხება ფარულ თვალთვალს და მიყურადებას, კორუფციის ფაქტებს, რომელიც არ არის გამოძიებული. მაგალითად, ჩემს შესახებ განხორციელებული ფარული თვალთვალი, მიყურადება გამოძიებული არ არის. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო, საზოგადოებას ეს პასუხები საჯაროდ მოესმინა და არა დახურულ ფორმატში,დახურულ ფორმატში საუბარს ლილუაშვილთან, რომელსაც ნაწილობრივ დამნაშავედ მივიჩნევ, რადგან რეალურად, ის ახორციელებს ფარულ თვალთვალს და მიყურადებას, მართებულად არ მივიჩნევ“, – განაცხადა დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს