ხატია დეკანოიძე – დარწმუნებული ვარ, პლახოტნიუკის მსგავსად სანქციებში მოხვდება ბიძინა ივანიშვილი


ავტორი
Front News საქართველო
დარწმუნებული ვარ, პლახოტნიუკის მსგავსად სანქციებში მოხვდება ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული კლეპტოკრატები, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ აშშ-ის მიერ მოლდოველი ოლიგარქისათვის სანქციების დაწესებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სანქციების ეს ნუსხა განმსაზღვრელი იქნება მომავალი სანქციების სიის.
“პლახოტნიუკის ამ სანქციებში მოხვედრა არის ძალზედ მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, ის არის პოსტსაბჭოური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული ოლიგარქი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილს მსგავსად მიტაცებული ჰქონდა ქვეყანა. მის წინააღმდეგ მოლდოვაში საქმეც კი არის აღძრული. დარწმუნებული ვარ, სანქციების ეს ნუსხა იქნება განმსაზღვრელი მომავალის სანქციების ჩამონათვალის. დარწმუნებული ვარ, ამ სანქციებში აუცილებლად მოხვდება ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული კლეპტოკრატები”, – განაცხადა დეკანოიძემ.
მოლოდვის პარლამენტის ყოფილ წევრს, ოლიგარქ ვლადიმერ პლახოტნიუკს აშშ-მა სანქციები დაუწესა.
თაგები:
ხატია დეკანოიძე