
ავტორი
Front News საქართველო
ნამდვილად მინდა დავადასტურო ჩვენი პარტნიორების ძალიან სერიოზული მზადყოფნა საქართველოს დემოკრატიის და უსაფრთხოების განვითარებაში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
“გუშინ დავბრუნდი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები მქონდა, ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტში გახლდით და ნამდვილად მინდა დავადასტურო ჩვენი პარტნიორების ძალიან სერიოზული მზადყოფნა საქართველოს დემოკრატიის და უსაფრთხოების განვითარებაში. ეს იყო ის გზავნილი, რომელიც მე მოვისმინე. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ის გზავნილი, რომელიც დღეს სენატორებს შაჰინს და დურბინს ექნებათ.
ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდანაც სათქმელი არის პირველ რიგში ევროატლანტიკური სტრუქტურების მიმართ საქართველოს დადებული ვალდებულებების შესრულების ერთგულება, რაც არის უპირობო და რაც უნდა იყოს უპირობო, განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც ხდება მათ შორის პარლამენტში და მე გამოვყოფდი იმ ანტიდასავლური კანონმდებლობის შემოტანას, რომელიც “ქართული ოცნების” დანაყოფმა შემოიტანა. ეს შეეხება ასევე, უსაფრთხოების საკითხებს, პოლიტიკურ პატიმრებს, ეს იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ნიკა გვარამიას პატიმრობა და რა თქმა უნდა, საქართველოს განვითარებას და მომავალს.
დარწმუნებული ვარ, სენატორებს ექნებათ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები საქართველოსთვის”, – განაცხადა დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს