Logo

ხატია დეკანოიძე – დაუყოვნებლივ გააკეთონ საჯარო განმარტება, რატომ არ გვეძლევა მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება

პოლიტიკა
28.12.2021 / 16:17
Frontnews image description

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორების შეზღუდვასთან დაკავშირებით პარლამენტს და იუსტიციის სამინისტროს მიმართავს განმარტონ აღნიშნულია მიზეზი.

 

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დატოვება იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლაა, წარმოუდგენელია. 

 

“მისი მარტო დატოვება ეხლა, იმ ადამიანების გარეშე, რომლებმაც ძალიან კარგად ვიცით როგორ ეპყრობა სახელმწიფო და როგორ ეპყრობა პენიტენციური სამსახური და ზოგადად ეს რეჟიმი მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, არის წარმოუდგენელი. 

 

მე მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, მივმართავ საქართველოს პარლამენტს, რომელიც არის ვალდებული, რომ პარლამენტის წევრები დაუშვან მის მოსანახულებლად, დაუყოვნებლივ გააკეთონ საჯარო განცხადება და განმარტება იმასთან დაკავშირებით, რატომ არ გვეძლევა ჩვენ საშუალება, განსაკუთრებით უფლებადამცველებს, მის პირად ექიმებს და საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომ მოვინახულოთ მიხეილ სააკაშვილი. ეს არის წამების კიდევ ერთი ფორმა და დასჯა მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფოს მხრიდან”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები