
ავტორი
Front News საქართველო
ძალიან ცუდად გამოიყურება ფიზიკურად. შესამჩნევია თვალის გარშემო კუნთის ტრემორიც, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით წერს.
“ყოველთვის ვცდილობ მიშას ჯანმრთელობაზე სიფრთხილით ვისაუბრო. ვშიშობ არ მოვახვიო ჩემი მძაფრი შთაბეჭდილებები საზოგადოებას, ან რამე სამედიცინო თვალსაზრისით არასწორად ვთქვა.
დღეს ჩემი შთაბეჭდილება მძიმეა და ვალდებული ვარ, გაგიზიაროთ. ძალიან ცუდათ გამოიყურება ფიზიკურად. შესამჩნევია თვალის გარშემო კუნთის ტრემორიც.
ეს დაადასტურა ჩემთან საუბარში მკურნალმა ექიმმაც. მისი მდგომარეობა საავადმყოფოში არ უმჯობესდება. უარესდება”, – წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს