Logo

ხატია დეკანოიძე - დიდი იმედი მაქვს, რომ ეს უთანხმოება გადაილახება, მთავარია, რამდენად დავინახავთ ერთმანეთთან მისასვლელ გზებს

პოლიტიკა
37
Frontnews image description

მიშა ყოველთვის ერთიანობის მომხრე იყო, ნიკას (მელიას) თავისი მოსაზრებები ჰქონდა, მან ცალკე პარტია გააკეთა, მაგრამ მთავარი არის ის, თუ რამდენად დავინახავთ ჩვენ ერთმანეთთან მისასვლელ გზებს და არა გამყოფ გზებს იმიტომ, რომ თუ რამე გაგვყოფს ამ ვითარებაში და გვყოფდა, ეს იყო ბიძინა ივანიშვილი, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უთანხმოება და დაპირისპირებები რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს ოპოზიციურ ველში.

"მესმის, მას თავისი მოსაზრება აქვს, მესმის, რომ ერთმანეთი შეიძლება ძალიან არ მოგვწონდეს, მესმის, რომ ბევრი უთანხმოებაა და მეც შეიძლება მქონდეს ბევრი უთანხმოება, შეიძლება ერთმანეთის შინაარსი ბევრს გვაღიზიანებდეს, მაგრამ ინტეგრაცია და ინტეგრაციული პოლიტიკა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ამიტომ, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს უთანხმოება გადაილახება, მიშა ყოველთვის ერთიანობის მომხრე იყო, ყოველთვის ფიქრობდა, რომ ერთიანობა არა მხოლოდ ზედაპირულ კონტექსტშია საჭირო, არამედ ნამდვილად ერთი ფრონტია მნიშვნელოვანი და მეც ეს პოზიცია მქონდა 2024 წლის არჩევნებზეც. ნიკას თავისი მოსაზრებები ჰქონდა, მან ცალკე პარტია გააკეთა, მაგრამ მთავარი არის ის, თუ რამდენად დავინახავთ ჩვენ ერთმანეთთან მისასვლელ გზებს და არა გამყოფ გზებს იმიტომ, რომ თუ რამე გაგვყოფს ამ ვითარებაში და გვყოფდა, ეს იყო ბიძინა ივანიშვილი.

ოპოზიციის კრიტიკა ძალიან ბევრს შეგვიძლია, მაგრამ მთავარია, რა უნდა იყოს ამის შემდეგ და ამის შემდეგ უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი შეკრულობა არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ ქართველ ხალხთან და რამდენად მოვახერხებთ ამას, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, ამიტომ, იმედია, ეს უთანხმოებაც გადაილახება და არ დაგვავიწყდეს, საუბარია მიშაზე, რომელიც 6 წელია ციხეშია, ნიკაზე, რომელიც არაერთხელ დააპატიმრეს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები იყვნენ გარეთ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები