ხატია დეკანოიძე – დოკუმენტი ნიკა ობოლაძემ შემთხვევით გადაუგზავნა ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს

ავტორი
Front News საქართველო
დოკუმენტი ნიკა ობოლაძემ შემთხვევით გადაუგზავნა ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს, აქ იყო საუბარი ერთიან ტექნიკურ სიაზე, პრაიმერისზე პარტიებს შორის, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ფორმით “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხელში აღმოჩნდა დოკუმენტი, რომელითაც მათთვის ცნობილი გახდა ვაშაძის, ჯაფარიძისა და ხოშტარიას დაანონსებული ერთობის სამოქმედო გეგმა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთიანი სია იმაზე ადრე უარყო, ვიდრე მის შესახებ “ერთობის“ წევრები ისაუბრებდნენ.
“დოკუმენტი ნიკა ობოლაძემ შემთხვევით გადაუგზავნა ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს, სავარაუდოდ, გიორგისთვის [ვაშაძე] უნდა გადაეგზავნა, აქ იყო საუბარი ერთიან ტექნიკურ სიაზე, პრაიმერისზე პარტიებს შორის.
ერთიანობას ჩვენ მივესალმებით, მაგრამ ტექნიკური შერწყმა არ გამოვა, უფრო მეტიც, განწირულია ეს იდეა. ამის მაგალითია უნგრეთის ოპოზიცია, რომელიც ერთიანი სიით გავიდა არჩევნებში და დამარცხდა.
ხელოვნური ერთობა არ ამართლებს. მე ვგულშემატკივრობ ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას და მათი განვითარების შესაძლებლობად დაბალი საარჩევნო ბარიერი მიმაჩნია. არცერთი მათგანი ბოლო პერიოდში აღარ ახსენებს დაბალ ბარიერს, რომ ოცნებისგან მოითხოვონ დაბალი ბარიერი.
რაც შეეხება პრაიმერისს, პარტიებს შორის პრაიმერისი არის უკვე არჩევნები“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე




