Logo

ხატია დეკანოიძე - ძალიან მართებულად აქვს ივანიშვილს კითხვის ნიშნები და კონკრეტული გაუგებრობები

პოლიტიკა
199
Frontnews image description

ბიძინა ივანიშვილი ჭეშმარიტ იზოლაციაშია, აშხაბადის დოქტრინამ არ იმუშავა. რა დათმობებზეც წავიდა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, ამით ჩვენი ეროვნული ინტერესები დააზიანა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი ავტოკრატიების კალაპოტი ყოველთვის მიემართება რუსეთისა და ირანისკენ.

"როგორც აღმოჩნდა და როგორც ჩვენ ვვარაუდობდით, ბიძინა ივანიშვილი ჭეშმარიტ იზოლაციაშია, აშხაბადის დოქტრინამ არ იმუშავა. ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ რა დათმობებზეც წავიდა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და ამით ჩვენი ეროვნული ინტერესები დააზიანა, ეს რუსეთისგან მისი აღიარებისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი, ამიტომ ძალიან მართებულად აქვს ივანიშვილს კითხვის ნიშნები და კონკრეტული გაუგებრობები.

ასეთი ავტოკრატიების კალაპოტი ყოველთვის მიემართება რუსეთისკენ, ირანისკენ. რუსეთზე აღმატებულ ხარისხში საუბრობენ და ერთ სიტყვის თქმას ვერ ბედავენ მათზე რაიმე კრიტიკულად, თუმცა ცხადზე ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილი სრულ იზოლაციაშია, მან ამის შესახებ იცის და ამის გამოა ახლა ის სერიოზულ საფიქრალში ჩავარდნილი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები