ხატია დეკანოიძე – ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე შეიცვალოს ეს ხელისუფლება


ავტორი
Front News საქართველო
ყველა ვთანხმდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვადამდელი არჩევნებით ეს ხელისუფლება შეიცვალოს, იმიტომ რომ არავის სჯერა, რომ ეს ხელისუფლება 12 პუნქტს შეასრულებს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებში აზრთა სხვადასხვაობას, დეკანოიძე აცხადებს, რომ ყველას ინტერესშია ოპოზიციური პარტიების გაძლიერება.
“აზრთა სხვადასხვაობა იქნება და ეს კარგია, ჩვენს ინტერესშია და ყველას ინტერესშია, რომ ყველა პარტიამ გააძლიეროს თავისი პლატფორმა და გაცილებით მეტი ამომრჩეველი მოაგროვოს. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები გადაწონიან “ქართულ ოცნებას“ და მე ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ ნამდვილად არ მჯერა ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის, აქ მთავარია ჩვენი პასუხისმგებლობა იყოს და ეს პასუხისმგებლობა ვაჩვენოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ჩვენს ამომრჩევლებს.
მთავარი არის, რომ შემდეგ ოქტომბერს უკვე იქნება ევროკავშირის ძალიან დიდი გაფართოების შეფასება. ეს იქნება საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და ბალკანეთის ქვეყნები. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს არ ექნება კანდიდატის სტატუსი, ეს ფანჯარა ჩვენთვის დაიხურება.
ამიტომ ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე შეიცვალოს ეს ხელისუფლება. არ ვიცი პროცესი როგორი იქნება, იქნება ძალიან ცხელი. ჩვენი დაუღალავი მუშაობით ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის მითი უნდა დაინგრეს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე