ხატია დეკანოიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ტურბულენტურ, გეოპოლიტიკურ დროში საქართველოს საკითხი განიხილება კონგრესში

ავტორი
Front News საქართველო
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ტურბულენტურ, გეოპოლიტიკურ დროში საქართველოს საკითხი არის კვლავ წინ და განიხილება კონგრესში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანის უფლებების კონტექსტში საქართველოს აქებს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ტურბულენტურ, გეოპოლიტიკურ დროში საქართველოს საკითხი არის კვლავ წინ და განიხილება კონგრესში, წარმომადგენლობით პალატაში ჰელსინკის კომისიაზე, ვინაიდან, ყველამ ძალიან კარგად იცის და განსაკუთრებით პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ, რომ საქართველო თანამშრომლობს ისეთ რეჟიმებთან, როგორიც არის რუსეთი, ირანი და ხედავენ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა.
ადამიანის უფლებების კონტექსტში საქართველოს აქებს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი და ჩვენ ვნახეთ გაეროს ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას როგორ შეაქო მხოლოდ რუსეთმა საქართველო და სანქცირებული დარახველიძე", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ დღეს განხილვა იქნება.
თაგები:
ხატია დეკანოიძე




