ხატია დეკანოიძე – ერის გახლეჩა უნდა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”, როდესაც ერთი ერთზე გვტოვებს ჩვენ ჩინეთთან და რუსეთთან


ავტორი
Front News საქართველო
ერის გახლეჩა უნდა ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”, როდესაც ერთი ერთზე გვტოვებს ჩვენ ჩინეთთან და რუსეთთან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ე.წ. “რუსული კანონი” ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეროვნულ მისწრაფებებს უქმნის საფრთხეს.
“პოლარიზაცია პარტიებს შორის კი აღარ არის, პოლარიზაცია და გახლეჩა ერის უნდა ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”, როდესაც ერთი ერთზე გვტოვებს ჩვენ ჩინეთთან და რუსეთთან. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ რუსული კანონი, პირველ რიგში, საფრთხეს უქმნის ზუსტად კონკრეტულ ადამიანებს, საქართველოს სახელმწიფო ეროვნულ მისწრაფებებს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე