
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის განცხადებით, უკრაინაში დაღუპული ქართველო მებრძოლები საქართველოში შესაბამისი სახელმწიფო ორდენებით უნდა დაჯილდოვდნენ. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, ისინი არიან ჩვენი დროის გმირები, ვინც ცივილიზაციისათვის ბრძოლაში დაიღუპნენ.
“მინდა ძალიან დიდი გულისტკივილით სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენს გმირებს, ვინც გმირულად დაეცა თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინაში. ნამდვილად ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის და უკრაინის თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირები.
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებასა და რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტს, რომ ეს ადამიანები დაჯილდოვდნენ შესაბამისი სახელმწიფო ორდენებით. ისინი მართლაც არიან ჩვენი თაობის, ჩვენი ისტორიის გმირები“, — განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
კიევთან ახლოს საბრძოლო შეტაკებისას ორი ქართველი მებრძოლი გია ბერუაშვილი და დავით რატიანი დაიღუპნენ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს