ხატია დეკანოიძე - ეს არ არის გაერთიანება, მე ამას ვუწოდებ, რომ ორი უნივერსიტეტი უქმდება

ავტორი
Front News საქართველო
ეს არ არის გაერთიანება, მე ამას ვუწოდებ, რომ ორი უნივერსიტეტი უქმდება. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების დაახლოებით 60-70%-ის შემცირებას აპირებენ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ ჰქონდა გადაწყვეტილი "ქართულ ოცნებას".
"ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ ჰქონდა გადაწყვეტილი "ქართულ ოცნებას". მსგავსი რაღაცები სჩვევიათ ავტოკრატიულ რეჟიმებს. მათ ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციების და გაფრთხილებების გარეშე გააკეთეს ის, რაც არის საბჭოთა კავშირის საუკეთესო ტრადიცია, როდესაც პროფესორ-მასწავლებლები ტელევიზიის მეშვეობით იგებენ, რომ ორი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უმაღლესი დაწესებულება ერთიანდება.
ეს არ არის გაერთიანება, მე ამას ვუწოდებ, რომ ორი უნივერსიტეტი უქმდება იმიტომ, რომ ამ მოჩვენებითი განათლების ტრანსფორმაციაში არის მთავარი კონკრეტული საკითხები, რომელიც აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს - მას აინტერესებს, რომ შენობები გასხვისდეს და მე ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ.
ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების დაახლოებით 60-70%-ის შემცირებას აპირებენ დროთა განმავლობაში. რა თქმა უნდა, შემცირდება იმ სტუდენტების მიღების ნაკადი, რომლებიც, როგორც წესი, აბარებდნენ ტექნიკურ უნივერსიტეტში, მათ შორის აპირებენ, შემცირდეს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების რიცხვი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე




