Logo

ხატია დეკანოიძე – ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ ეს ადამიანები ძალიან მალე მოხვდებიან საერთაშორისო პარტნიორების სანქციების ნუსხაში

პოლიტიკა
05.09.2022 / 19:01
Frontnews image description

ხიდაშელის, მამაცაშვილების, რუხაძის და ა.შ. უკრაინის მიერ დასანქცირება არის პირველი ნაბიჯი, რომ ეს ადამიანები ძალიან მალე მოხვდებიან საერთაშორისო პარტნიორების სანქციების ნუსხაში, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით,  მათ ბევრი იმუშავეს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ამ შედეგის მისაღებად. 

 

“უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მთავარი ფუნქცია არის ის, რომ გამოავლინოს ამ ადამიანების ნუსხა და დაასაქციროს, მოახვედროს სანქციების ნუსხაში, რომლებიც  24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში რუსული აგრესიის ძალიან მძიმე მოვლენების და სამხედრო აგრესიის შემდეგ ხელს უწყობდნენ პუტინის რეჟიმს, რომ უკრაინაში სამხედრო მოქმედებები ეწარმოებინა. 

 

“მაშ ასე, დასანქცირებულია 15 ადამიანი. დიახ, ხიდაშელის, მამაცაშვილების, რუხაძის და ა.შ. უკრაინის მიერ დასანქცირება არის პირველი ნაბიჯი, რომ ეს ადამიანები ძალიან მალე მოხვდებიან საერთაშორისო პარტნიორების სანქციების ნუსხაში. მოგეხსენებათ, რომ სააგენტოს და უკრაინული მხარის მიერ ამ ადამიანების საერთაშორისო სქემების და რუსეთთან კავშირის გამოქვეყნებამ რეალურად არ შეიძლება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე ჰპოვოს გავრცელება.  ეს სქემები  გადაეცემა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. 

 

მინდა ძალიან გულწრფელად გითხრათ, რომ ამაზე ჩვენ ვმუშაობთ დიდი ხანია, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა იცოდნენ, თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რატომ არის  ის საფრთხე უკრაინისთვის პირველ რიგში, რატომ არის საფრთხე რეგიონისთვის და დასავლური ინტერესებისთვის რეგიონში. შესაბამისად ეს ინფორმაცია არ შემოიფარგლება ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი ადამიანების გარშემო“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

 

მისი თქმით, სანქციების ნუსხაში უნდა მოხვდნენ „ქართული ოცნების“ ის წარმომადგენლებიც, რომლებიც ხელს უშლიან დასავლეთის ინტერესებს რეგიონში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები