ხატია დეკანოიძე – ეს არის საქართველოს მოქალაქეების, საზოგადოების გახლეჩის მცდელობა


ავტორი
Front News საქართველო
ეს არის ძალიან მიზანმიმართული კამპანია იმისთვის, რომ ივანიშვილმა ძალაუფლება შეინარჩუნოს და საქართველოს ევროკავშირში სვლა შეაჩეროს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტით საქართველო ევრორეკომენდაციებს სცდება.
“არის პირდაპირი საბოტაჟი და დაბრკოლება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის. ეს არის საქართველოს მოქალაქეების, საზოგადოების გახლეჩის მცდელობა, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ 26 მარტს ერთიანობის ძალიან დიდი სიხარული და რა თქმა უნდა, ეს ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტიისთვის მიუღებელია. ის ენერგია, რომელიც იყო ერთიანობის, ივანიშვილს ეშინია, რომ მის წინააღმდეგ არ იყოს მიმართული და ამიტომ შემოიტანა ეს. არის კიდევ ერთი მიზეზი, რომელსაც მინდა ხაზი გავუსვა, ეს არის სადამკვირვებლო მისიების დისკრედიტაცია და ასევე იმ სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის მცდელობა, ვინც ჩართულია სადამკვირვებლო მისიებში. ეს არის ძალიან მიზანმიმართული კამპანია იმისთვის, რომ ივანიშვილმა ძალაუფლება შეინარჩუნოს და საქართველოს ევროკავშირში სვლა შეაჩეროს”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თაგები:
ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე – ღარიბაშვილის შეცვლილი რიტორიკა არის საზოგადოების პროტესტის შესუსტების მცდელობა

ხატია დეკანოიძე – ეს განხილვა მიუთითებს ერთ რამეს, რომ საქართველოს არჩევნები არის ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ

ხატია დეკანოიძე – თუ ჩვენ ვიღებთ კანდიდატის სტატუსს, ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების დამსახურებაა