ხატია დეკანოიძე - ეს არის უპატივცემულობა, წარმოუდგენლად ამაზრზენი ფორმულა უკრაინის მიმართ, რომელსაც ძალიან დიდი ხანია იყენებს "ქართული ოცნება"


ავტორი
Front News საქართველო
ეს არის უპატივცემულობა, წარმოუდგენლად ამაზრზენი ფორმულა უკრაინის მიმართ, რომელსაც ძალიან დიდი ხანია იყენებს "ქართული ოცნება", - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის რუსული პოზიცია.
"ეს ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელსაც "ქართული ოცნების" რეჟიმი იყენებს პროპაგანდისტულად ძალიან დიდი ხანია, აღწერს ორ ძირითად მიმართულებას - ეს არის ტყუილი და აგვისტოს ომზე მათმა კონკრეტულმა გზავნილებმა ეს დაადასტურა იმიტომ, რომ ეს არის რუსული პოზიცია და არა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე პოზიცია და მეორე - დაადასტურა ბოლო სამშვიდობო შეთანხმებამ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.
აუცილებლად უნდა ვთქვა, ეს არის უპატივცემულობა, წარმოუდგენლად ამაზრზენი ფორმულა უკრაინის მიმართ, რომელსაც ძალიან დიდი ხანი იყენებს "ქართული ოცნება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
წინასაარჩევნოდ ქალაქში "ქართული ოცნების" ბანერებზე უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად დანგრეული შენობებია ასახული წარწერით - "არა ომს, აირჩიე მშვიდობა".
თაგები:
ხატია დეკანოიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს