
ავტორი
Front News საქართველო
ეს ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ანტიდასავლური კამპანია კიდევ უფრო აგორდეს ხელისუფლების მხრიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშია“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ოცნებიდან ე.წ. “განდგომილების“ მიერ გავრცელებული წერილის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს ადამიანები დავალებებს ბიძინა ივანიშვილისგან იღებენ და მათი ქმედებები საქართველოში რუსეთის გავლენების გაძლიერებას ემსახურება.
“ეს ადამიანები არიან პარტია „ქართული ოცნების“ ჩვეულებრივი ნაწილი, ისინი არ განსხვავდებიან „ქართული ოცნებისგან“, რა თქმა უნდა, გაგრძელებაა “ქართული ოცნების“ და პირადად ბიძინა ივანიშვილისგან იღებენ დავალებებს. ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ანტიდასავლური კამპანია კიდევ უფრო აგორდეს ხელისუფლების მხრიდან და ემსახურება იმას, რომ საქართველოს ინტერესები კიდევ უფრო დაზიანდეს და გაიზარდოს რუსული ინტერესები და გავლენები საქართველოში“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ე, წ. ოთხეულის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის საელჩო თავის აგენტურას პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს.
თაგები:
ხატია დეკანოიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს